Saturday, November 2, 2013

ჩვენი წარსული (ბუკლეტი)

ტრენინგის IV დღე


დღეს შეუსვენებლად ვიმუშავეთ.
 ჩვენი დოკუმენტები ავტვირთეთ google drive-ზე და გავაზიარეთ  ბლოგზე. ავტვირთეთ ბლოგზე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და პროექტის ბუკლეტი.

პროექტის საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:  
1.რატომ გვჭირდება ჩვენი წარსულის შესწავლა?

თემატური კითხვა:
1.რატომ უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ მშობლიური კუთხის ისტორია?

შინაარსობლივი კითხვები:
1.რატომ უნდა იცოდეს მომავალმა თაობამ მშობლიური კუთხის  ისტორიული ძეგლების შესახებ?

2.შეუძლია თუ არა პიროვნებას შეცვალოს ისტორია?

3.როგორ შევაგროვოთ ინფორმაცია და გამოვსახოთ გრაფიკულად?

4.თქვენი აზრით, რომელმა  გმირებმა შეცვალეს საქართველოს ისტორია?

Sunday, October 27, 2013

ტრენინგის III დღე

დღევანდელი დღეც დატვირთული და საინტერესო გახლდათ.
 დღეს განვიხილეთ მე-2 მოდულის 1-ლი და მე -2 აქტივობა პროექტის შაბლონში,  რაც მნიშვნელოვან რესურსად ჩავთვალეთ, გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში.  შევიტენეთ მონაცემები და ჩავსვით სტანდარტი და თემისათვის საჭირო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.. ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ google drive-ზე.

Saturday, October 26, 2013

ტრენინგის II დღე



ძალიან საინტერესო სატრენინგო დღე გვქონდა.ვიმუშავეთ პუბლიკაციაზე, განვიხილეთ პუბლიკაციის ჩეკლისტი, განვიხილეთ ბუკლეტის შაბლონები და შევქმენით ახალი ბუკლეტი..გავაფორმეთ და გავამზადეთ გამოსაცემად.

Sunday, October 20, 2013

ტრენინგის I დღე

ინტელის სასწავლო პროგრამა ძალიან საინტერესო და აუცილებელია 21-ე საუკუნის მასწავლებლისთვის. ის რვა მოდულს მოიცავს. დღეს პროგრამის პირველი დღეა. ამ დღეს გავეცანით პორტფოლიოს ელექტრონულ ნიმუშს, პორტფოლიოს ჩეკლისტს და პროექტის შაბლონს. შევქმენით საკუთარი ბლოგები, რომელიც აუცილებელია სქემაში ჩართული მასწავლებლისათვის.