Sunday, November 17, 2013

IX დღე

დღეს ბოლო სატრენინგო დღეა.... ემოციურად ძალიან დატვირთული.....
მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა, დავათვალიერეთ პროექტი მისი ჩეკლისტის საშუალებით.
 დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები და რაც ჩვენთვის საინტერესო იყო,  ჩამოვიტვირთეთ.
ვისწავლეთ ბლოგზე Gadjet-ის გამოყენება და ვიდეოს განთავსება youtube.com-იდან.
ტრენინგის ბოლო ეტაპი იყო ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
 საინტერესო იყო კოლეგების აზრის გაზიარება.
რთული და ბევრის მომცველი სატრენინგო დღეები გვქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით ტრენინგის მოდული უფრო გრძელვადიანი უნდა იყოს. ბლოგზე უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ლალის, დაუღალავი შრომისათვის.


Saturday, November 16, 2013

VIII დღე

დღეს ძალიან დავიღალეთ. როგორც ყოველი სატრენინგო დღე, დღევანდელი დღეც ძალიან დათვირთული იყო, დღეს მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა, დავათვალიერეთ პროეჭტი, მისი ჩეკლისტის საშუალებით დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები. ვისწავლეთ ბლოგზე Gadget-ების გამოყენება.

VII დღე

დღეს შევისწავლეთ ბლოგზე გვერდის დამატება. შევქმენით ახალი გვერდები.
 ვისწავლეთ არა საჭირო პოსტების წაშლა. მივიღეთ საშინაო დავალება სასწავლო გეგმის შაბლონის დასრულებაზე.

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის VI დღე

თანდათან საქმე მოგვემატა... დავალებებიც გართულდა...
დღეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ნიმუში შევქმენით.
 განვიხილეთ მე-5 მოდული და შევადგინეთ შეფასების  სხვადასხვა რუბრიკა, რომელიც მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა შექმნას, რათა შეფასებისას მეტი სანდოობა მოიპოვოს.

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის V დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო.
დღეს  საპრეზენტაციო პროგრამაში Pover Point- ში შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავტვირთეთ google drive-ზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. შევისწავლეთ გამოქვეყნების ახალი წესი, რომ გამოწვეყნებული მასალა მხოლოდ ნაწერის სახის არ დავინახოთ.
დიდი მადლობა ლალის, მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის შესწავლა.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

პორტფოლიოს პრეზენტაცია

პორტფოლიო